ვენეციის ყველაზე მძიმე კვირა ბოლო 150 წელიწადში - ქალაქს წყლის ახალმა ტალღამ დაარტყა
ვენეციის ყველაზე მძიმე კვირა ბოლო 150 წელიწადში - ქალაქს წყლის ახალმა ტალღამ დაარტყა

ვენეციის ყველაზე მძიმე კვირა ბოლო 150 წელიწადში – ქალაქს წყლის ახალმა ტალღამ დაარტყა. „როიტერის“ ინფორმაციით, ვენეციაში წყლის სიმაღლე 150 სანტიმეტრს აღწევს, არსებული ვითარება კი 1872 წლის შემდეგ ყველაზე რთულია.

სან-მარკოს ბაზილიკის მიმდებარე მოედანი დატბორილია და საგანგებო ვითარებაში მოსახლეობას ასობით მოხალისე ეხმარება. ქალაქის მერიამ ზარალი მილიარდ ევროდ შეაფასა.

12 ნოემბრის შემდეგ, ვენეციას 140 სანტიმეტრზე მაღალი ოთხი ტალღა დაატყდა თავს. ნორმალურ ვითარებაში ქალაქში 80-90 სანტიმეტრის სიმაღლის ტალღები შედის, რომელთან გამკლავება ხერხდება.

გადაუღებელი წვიმის გამო, მდინარე არნოს მუდმივ რეჟიმში აკვირდებიან ფლორენციაში და პიზაში, რომლის კალაპოტში წყლის სიმაღლემ მკვეთრად მოიმატა.