ვენეციის ცენტრალური მოედანი ისევ დაიტბორა [ვიდეო]

ვენეციის ცენტრში ცნობილი სან მარკოს მოედანი კვლავ წყლით დაიფარა. სინოპტიკოსების პროგნოზით, 22 დეკემბერს წყლის დონე კიდევ უფრო მოიმატებს. წყალდიდობამ ქალაქში საშობაოდ ჩასულ ტურისტებსა და ადგილობრივებს პრობლემები შეუქმნა.

ნოემბერში ვენეციაში ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობა დაფიქსირდა. სტიქიის გამო, იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ვენეციის სასტუმროების ასოციაციაში აცხადებენ, რომ ნოემბრის წყალდიდობის შემდეგ, ქალაქში სასტუმროს ნომრებზე ჯავშნების რაოდენობამ 45 პროცენტით იკლო.

დატოვე კომენტარი