დონარუმამ დატბორილ ვენეციაში გაისეირნა და ქალაქს მხარდაჭერა გამოუცხადა
იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გაბრიელე გრავინასა და ნაკრების მენეჯერ ჯანლუკა ვიალისთან ერთად, ვენეციას ესტუმრა.
დონარუმამ, გრავინამ და ვიალიმ დატბორილი ქალაქის ქუჩებში გაისეირნეს, მოსახლეობა გაამხნევეს და წყალდიდობით დაზარალებულ ქალაქს იტალიის ეროვნული გუნდის სახელით თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ იტალიის ნაკრებმა გასვლითი შეხვედრა ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გამართა და დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვა – 0:3.
Gli #Azzurri a Piazza San Marco: #Venezia si rialzerà
Una delegazione composta dal presidente #Gravina, #Vialli e #Donnarumma ha visitato il centro città portando l’affetto e la vicinanza della #Nazionale 🇮🇹L’articolo 👉🏻 https://t.co/A5d1ixY5Hp pic.twitter.com/RHgTLP8t92
— Nazionale Italiana (@Vivo_Azzurro) 16 November 2019