სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომ კარანტინის მერე ვენეციის არხებში თევზები და დელფინები გამოჩნდნენ
სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომ კარანტინის მერე ვენეციის არხებში თევზები და დელფინები გამოჩნდნენ

კარანტინის პერიოდში, ვენეციაში დასახლებულ ადგილებთან ფაუნის წარმომადგენლები გამოჩნდნენ. ამის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ვრცელდება. კადრებში ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც იტალიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქში კორონავირუსის გამო კარანტინი გამოცხადდა და ვენეციის ქუჩებში ადამიანების ნაკლებობაა, არხები გაიწმინდა. შედეგად კი, წყალში თევზებთან ერთად დელფინებიც კი გამოჩნდნენ.