რასიზმის წინააღმდეგ დემონსტრაციაში ვენაში 50 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რასიზმის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაში ვენაში 50 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა „კურიერი“ ავრცელებს.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო ქუჩაში გამოსულ დემონსტრანტებსა და პოლიციის მხრიდან ძალადობა და რასიზმი დაგმეს.
მომიტინგეებს ეჭირათ პლაკატები, წარწერებით – „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“, „დუმილი გამოსავალი არ არის“.
ავსტრიის დედაქალაქში საპროტესტო აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა.