ვენაში ნიკოლ ფაშიანიანის და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა დასრულდა [ვიდეო]
ავსტრიის დედაქალაქში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშიანიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა დასრულდა.
ერთ-ერთზე ფორმატში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ლიდერებს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები შეუერთდნენ. ვენაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ეუთოს თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი, ანჯეი კასპრშიკიც.
ნიკოლ ფაშინიანის და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა თითქმის ორ საათს გაგრძელდა, გაფართოებულ ფორმატში კი, მოლაპარაკებებმა 40 წუთს გასტანა.
აღსანიშნავია, რომ ეს სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერების პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო.