ვენაში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
შემთხვევა ავსტრიის დედაქალაქში ერთ-ერთ პარკთან მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმელმა სამი ადამიანი დაჭრა. დაშავებულებს შორის ორი ქალია, რომლებმაც შედარებით მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, მამაკაცის მდგომარეობა კი კრიტიკულია. პოლიციის ინფორმაციით, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.
რამდენიმე საათის შემდეგ კი, პრატერის პარკის სიახლოვეს, სადაც პირველი ინციდენტი მოხდა, ვენის ჩრდილოეთის სადგურთან მეორე თავდასხმა მოხდა. ამჯერად მსხვერპლი ერთი ადამიანია. პოლიციის განცხადებით, მეოთხე დაჭრილის მდგომარეობაც მძიმეა.
ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა თავდამსხმელი ერთი და იგივე პირი და რა იყო მომხდარის მოტივი.
სამართალდამცავი უწყების ცნობით, დაკავებულია ავღანეთის მოქალაქე.