სპორტულმა ღონისძიებამ „ველოსანტები“ პეკინის გამზირზე, ეროვნული არქივის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან სტარტი აიღო.
პროექტის განმავლობაში სანტები თბილისის ათივე რაიონში გადაადგილდებიან.
სანტები მოსახლეობას შობა-ახალ წელს მიულოცავენ და საახალწლო განწყობას შეუქმნიან.
პროექტი თბილისის მერიის ორგანიზებით ხორციელდება და 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.