ვეკუას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ტრანსპორტი შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს
გლდანის რაიონში, ვეკუას ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, შეშელიძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, ხიზანიშვილის ქუჩაზე კი, ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. გადაადგილების შეზღუდვა 12 ივნისის ჩათვლით იმოქმედებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს:
N23, N24, N32 და N33 ავტობუსები სარაჯიშვილის გამზირამდე შეშელიძის ქუჩის გავლით იმოძრავებენ, შემდეგ კი მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებენ; N23, N24, N33 მარშრუტები მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით, ქერჩისა და ვასაძის ქუჩების ნაცვლად, შეშელიძის ქუჩის გავლით იმოძრავებენ; N51 ავტობუსი გლდანულადან მოძრაობას თიანეთის გზატკეცილისა და ქერჩის ქუჩის მიმართულებით გააგრძელებს, ხოლო უკუმიმართულებისას, თიანეთის გზატკეცილიდან, მიქატაძისა და ლესელიძის ქუჩების გავლით, გლდანის მე-7 და მე-8 მიკრორაიონების მოსახლეობას მოემსახურება; N45, N73, N108 ავტობუსები მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრამდე“ მისასვლელად, ხიზანიშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, ვასაძის ქუჩის გავლით იმოძრავებენ.
რაც შეეხება მიკროავტობუსებს, N30, N39, N77, N85, N133, N180, N210 და N217 მარშრუტები ხიზანიშვილის ქუჩიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრს“ დაუკავშირდებიან და უკუმიმართულებისას, გლდანის რაიონის მოსახლეობას ასევე, ხიზანიშვილის ქუჩის გავლით მოემსახურებიან; N30, N77, N85, N100, N133 და N202 მიკროავტობუსები უკუმიმართულებისას, მოძრაობას დადგემილი სქემით, ხიზანიშვილის ქუჩიდან შეშელიძის ქუჩის გავლით გააგრძელებენ.
მიკროავტობუსები – N86, N96, N116, N136, N139 და N148 მოძრაობას ვასაძის ქუჩაზე – ხიზანიშვილის ქუჩის გადაკვეთასთან დაასრულებენ და უკუმიმართულებით, ასევე, ვასაძის ქუჩის გავლით იმოძრავებენ; N78 და N226 მიკროავტობუსები ხიზანიშვილის ქუჩის ნაცვლად, მოსულიშვილის ქუჩაზე გაჩერდებიან; N147 მიკროავტობუსი მოსულიშვილის ქუჩაზე მისასვლელად და ასევე, ქალაქის სხვა უბნების მიმართულებით გადაადგილებისას, შეშელიძის ქუჩის ნაცვლად, ქერჩის ქუჩის გავლით იმოძრავებს.
N111 მიკროავტობუსი ორივე მიმართულებით, თიანეთის გზატკეცილისა და ქერჩის ქუჩების გავლით გადაადგილდება; N142 და N145 მარშრუტები გურამიშვილის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, გობრონიძის ქუჩიდან შენგელიას ქუჩაზე მოხვდებიან. ამასთანავე, შეშელიძის ქუჩისა და სარაჯიშვილის გამზირის გავლით, მოძრაობას დადგენილი მიმართულებით გააგრძელებენ, უკუმიმართულებისას კი, შეშელიძის ქუჩიდან კვლავ შენგელიას ქუჩაზე მოხვდებიან და დადგენილი სქემით იმოძრავებენ.
N210 მიკროავტობუსის მარშრუტი მგზავრებს ნოზაძის, მოსულიშვილისა და ბოჭორიშვილის ქუჩების გავლით მოემსახურება.