ვედანტ პატელი - მივესალმებით, თუ რომელიმე ქვეყანას შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რუსეთის ბოროტი ქცევის შეჩერებაში
მხოლოდ მივესალმებით, თუ რომელიმე ქვეყანას შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს რუსეთის ბოროტი ქმედებების შეჩერებაში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თურქეთში 12 თებერვალს დაგეგმილ ვიზიტზე განაცხადეს.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა, თურქეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განხორციელებაში.
„პირველ რიგში, დავუტოვებთ ჩვენს თურქ პარტნიორებს შესაძლებლობას, ისაუბრონ საკუთარ ურთიერთობებზე და საკუთარ საგარეო პოლიტიკაზე. რომელიმე ქვეყანას თუ შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რუსეთის ზოგიერთი ბოროტი ქცევის შეჩერებაში, ჩვენ მივესალმებით ამას. კიდევ ერთი თემა უკრაინული მარცვლეულის თემაა. თქვენ იცით, რომ თურქეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განხორციელებაში. ჩვენ ისევ ვთლით, რომ ეს შეთანხმება უნდა არსებობდეს. მყარი პროგრესი თუ არსებობს, რომლის მიღწევაც შესაძლებელია ამ სივრცეში, ნამდვილად მისასალმებელი იქნება“, – განაცხად ვედანტ პატელმა.