ვედანტ პატელი - აშშ-ს არ მიუღია ცნობა, რომ რუსეთმა შეწყვიტა ბირთვული შეტყობინებები, რასაც „სტარტის“ ახალი შეთანხმება ითვალისწინებს
ვედანტ პატელი - აშშ-ს არ მიუღია ცნობა, რომ რუსეთმა შეწყვიტა ბირთვული შეტყობინებები, რასაც „სტარტის“ ახალი შეთანხმება ითვალისწინებს

აშშ-ს არ მიუღია ცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთმა შეწყვიტა ბირთვული შეტყობინებები, რასაც „სტარტის“ ახალი შეთანხმება ითვალისწინებს, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

მისი თქმით, მან მოისმინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადება, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის „სტარტის“ ახალი შეთანხმების ფარგლებში ყველა ტიპის შეტყობინებები შეწყდა, თუმცა პატელმა აღნიშნა: „ჩვენ არ მიგვიღია არავითარი მინიშნება ცვლილებაზე“.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ „აშშ შეშფოთებულია რუსეთის უგუნური ქცევით“ შეთანხმებასთან დაკავშირებით. როგორც პატელი განმარტავს, „აშშ განაგრძობს „სტარტის“ ახალი შეთანხმების სრულად განხორციელებას“.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის 21 თებერვალს განაცხადა, რომ „რუსეთი აჩერებს მონაწილეობას რუსეთ-აშშ-ის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში“.