ვედანტ პატელი - აშშ გმობს ქალაქ ხან იუნისში, გაერო-ს სასწავლო ცენტრზე თავდასხმას
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურება თავდასხმას ქალაქ ხან იუნისში მდებარე ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაზე, სადაც ლტოლვილთა თავშესაფარია მოწყობილი.
როგორც ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა, აშშ შეშფოთებულია აღნიშნული ფაქტით.
„ჩვენ ვგმობთ ქალაქ ხან იუნისში, გაერო-ს სასწავლო ცენტრზე თავდასხმას“, – აღნიშნა პატელმა.
გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, ხან იუნისში, ლტოლვილთა თავშესაფარზე თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.