ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა
ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გარდაცვლილი შუა ხნის ქალია. ის ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. როგორც კლინიკაში განაცხადეს, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.

როგორც ცნობილია, თავდაპირველად სწორედ გარდაცვლილის სახლში მოხდა აფეთქება, რასაც ხანძარი მოჰყვა.

ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში შემთხვევის ადგილიდან სამი პაციენტი გადაიყვანეს. ორი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირია. აფეთქების შემდეგ ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი სხვა სართულებზეც გავრცელდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

როგორც ადგილზე მცხოვრებლები ჰყვებიან, გუშინ კორპუსს გეგმური სამუშაოების გამო გაზმომარაგება შეწყვეტილი ჰქონდა.