კრწანისის საწვრთნელ ცენტრში ინციდენტი მოხდა
კრწანისის საწვრთნელ ცენტრში ინციდენტი მოხდა

კრწანისის საწვრთნელ ცენტრში ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ერთი წვევამდელი კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს.

1Tv.ge მომხდართან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. როგორც პრესსამსახურში განაცხადეს, მოხდა მცირედი შელაპარაკება, რა დროსაც ემოციური ფონის გამო, ერთ-ერთი წვევამდელი კლინიკაში გადაიყვანეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვევამდელს დაზიანებები არ აქვს მიღებული და მას სამედიცინო დაწესებულებიდან მალე გაწერენ.