ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.
„გაცნობებთ, რომ ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. ამ დროისთვის ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.