ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე თოვლის გამო შეზღუდვები დაწესდა
გომბორის უღელტეხილზე ინტენსიური თოვისა და ყინულის გამო, გადაადგილება აკრძალულია ვერონა-შუამთის გზის მშენებლობის ნაკვეთზე. მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის და ზამთრის საბურავების მქონე მანქანებისთვის.
თელავის საგზაო სამსახურის წარმომადგენლის, თამაზ აბდულაშვილის ინფორმაციით, ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, ტექნიკური მარილისა და ქვიშის გაშლა.
„ახლა უკვე ტექნიკასაც ჩავრთავთ, რომელიც სავალი ნაწილიდან თოვლის საფარს გადაყრის“,- განაცხადა აბდულაშვილმა.
მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.