ინტენსიური თოვის შედეგად, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა. როგორც საქართველოს პირველ არხს შპს „თელავის საგზაო სამმართველოში“ განუცხადეს, გომბორის უღელტეხილზე აკრძალულია მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილება.
„ამ წუთისთვის გომბორის უღელტეხილზე თოვს და ტემპერატურა მინუს 8 გრადუსია. საგზაო სამმართველოს სპეციალური ტექნიკა ადგილზეა მობილიზებული და მიმიდნარეობს გზის გაწმედითი სამუშაოები, იყრება ტექნიკური მარილი. ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეზღუდულია, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტის გადაადგილება“, – განაცხადა შპს „თელავის საგზაო სამმართველოს“ წარმომადგენელმა, თამაზ აბდულაშვილმა.
შუამთის მონასტერის გადასახვევთან ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე კონტროლს საპატრულო ეკიპაჟები ახორცილებენ.