ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმრთულებით საავტომობილო მოძრაობა აღდგა, თუმცა გუშინდელი ღვარცოფის შემდეგ ადგილზე კვლავ მობილიზებულია სპეცტექნიკა, რომელიც გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.
პრევენციის მიზნით, ავტომობილების გადაადგილებას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.
საგზაო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსის თამა აბდულაშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში ტექნიკა დილიდან მუშაობს.
„მთის ფერდობიდან ღვარცოფისგან ჩამოიშალა მიწა, ჩამოტანილი ქვა-ღორღი სანიაღვრე არხებში ვერ ჩაეტია და საავტომობილო გზაზე გადმოვიდა, ორ მონაკვეთზე შეიქმნა რთული ვითარება და გზის დაკეტვა გახდა აუციელებელი“, – განაცხადა აბდულაშვილმა.
გზის სრულ გაწმენდას დღის ბოლოსთვის ვარაუდობენ.