რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა. ინფორმაციას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.
„ერთი წამყვანი ხიდის მქონე ავტომანქანებისთვის მხოლოდ ზამთრის საბურავებით და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის დაშვებული გადაადგილება. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ზამთრის საბურავებით.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აცხადებენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, საავტომობილო მოძრაობას გომბორის უღელტეხილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.