ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი ამოქმედდა
საქართველოს მასშტაბით რამდენიმე საავტომობილო გზაზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო სხვადასხვა სახის შეზღუდვა დაწესდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
„რთული მეტეოროლოგიური პირობების ინტენსიური თოვა, ქარბუქი, ლიპყინულის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ37-კმ55 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი -
ჟანა დიდებაშვილი