ვატო შაქარიშვილი - შეგვიძლია, სიტყვა მოსამართლე სხვა პროფესიებით შევცვალოთ და ბლინკენის განცხადებაც არის საერთო გზავნილი, რომ მათ იმოქმედონ ჩვენი „დაუძინებელი მეგობრების“ მითითებებით და არა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით
ვატო შაქარიშვილი - შეგვიძლია, სიტყვა მოსამართლე სხვა პროფესიებით შევცვალოთ და ბლინკენის განცხადებაც არის საერთო გზავნილი, რომ მათ იმოქმედონ ჩვენი „დაუძინებელი მეგობრების“ მითითებებით და არა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით

შეგვიძლია, სიტყვა მოსამართლე სხვა პროფესიებით შევცვალოთ და ბლინკენის განცხადებაც არის საერთო გზავნილი, რომ მათ იმოქმედონ ჩვენი „დაუძინებელი მეგობრების“ მითითებებით და არა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, – ამის შესახებ ვატო შაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ვატო შაქარაშვილი ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას საქართველოს ოთხი მოსამართლისთვის სანქციების დაწესების თაობაზე.

როგორც შაქარაშვილი წერს, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მისივე ქვეყნის დღევანდელ ადმინისტრაციაზე განაცხადა, რომ ეს უკანასკნელი ამერიკას ჯოჯოხეთში მიაქანებს.

„სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს, დილით ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია აშშ-ის მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც პოლიტიკურ კორუფციაში ღიად დაადანაშაულა. მან ასევე შეაფასა ზოგადად ქვეყნის მდგომარეობა შიდა თუ საგარეო პოლიტიკის კონტექსტში. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მისივე ქვეყნის დღევანდელ ადმინისტრაციაზე განაცხადა, რომ ეს უკანასკნელი ამერიკას ჯოჯოხეთში მიაქანებს.

ჩვენ რაღა დავამატოთ?!. შეგვიძლია, უბრალოდ, ამ დამღუპველი პოლიტიკის ნათელი გამოხატულება დავინახოთ სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელ სამარცხვინო გადაწყვეტილებაში.

ეს დოკუმენტი ისტორიას დარჩება, როგორც სამარცხვინო ფურცელი და როგორც შავი ლაქა!

იქ ერთი წინადადებაა მთავარი – „ჩვენ ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება, იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად“.

შეგვიძლია, სიტყვა – მოსამართლე ნებისმიერი სხვა პროფესიით ჩავანაცვლოთ – პოლიციელი, ჯარისკაცი, დეპუტატი, რიგითი საჯარო მოხელე და ა.შ. ეს არის სართო გზავნილი, რომ მათ იმოქმედონ ჩვენი „დაუძინებელი მეგობრების“ მითითებების შესაბამისად და არა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. გადაუდგნენ ხელისუფლებას, მოახდინონ სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის პროვოცირება, დადგნენ „ისტორიის სწორ მხარეს“ და ასეთ შემთხვევაში, სახ.დეპი გულმოწყალებას გამოიჩენს მათ მიმართ! Save America“, – წერს ვატო შაქარაშვილი.