ვატიკანის წარმომადგენელი, კარდინალი მატეო ზუპი „სამშვიდობო მისიით“ კიევში ჩავიდა
ვატიკანის წარმომადგენელი, კარდინალი მატეო ზუპი „სამშვიდობო მისიით“ კიევში ჩავიდა, სადაც ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრისას მატეო ზუპიმ და ზელენსკიმ უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს და ყურადღება გაამახვილეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაზე.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ზელენსკიმ და ვატიკანის კარდინალმა დეტალურად განიხილეს უკრაინული „მშვიდობის ფორმულის“ განხორციელება და გლობალური მშვიდობის სამიტში ქვეყნების ფართო სპექტრის, განსაკუთრებით, სამხრეთის ჩართვის აუცილებლობა.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ზუპიმ ზელენსკის რომის პაპის წერილი გადასცა.