ვატიკანი ირანს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავრცელებისგან და უპირატესობა მიანიჭოს დიალოგსა და მშვიდობას
ვატიკანი ირანს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავრცელებისგან და უპირატესობა მიანიჭოს დიალოგსა და მშვიდობას. ვატიკანის სახელმწიფო მდივანი, კარდინალი პიეტრო პაროლინი ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს ტელეფონით ესაუბრა.
ვატიკანის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას მხარეებმა განიხილეს „საერთო ინტერესის თემები“, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, პაროლინიმ გამოთქვა წმინდა საყდრის სერიოზული შეშფოთება იმის თაობაზე, რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში.
ვატიკანის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რისკი სერიოზულია და საჭიროა თავდასხმის, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სტაბილურობას, თავიდან აცილება.