ვასილ მაღლაფერიძე - თხოვნა მაქვს პარლამენტთან და დარწმუნებული ვარ, გვერდით დამიდგებით, დღეს რომ ადამიანი მიდის პირველი არხიდან მივლინებაში, იცით, რამდენია სამივლინებო თანხა, 15 ლარი, ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს
თხოვნა მაქვს და დარწმუნებული ვარ, თქვენც გვერდით დამიდგებით, დღეს რომ ადამიანი მიდის პირველი არხიდან, იცით, რამდენი აქვს სამივლინებო თანხა? 15 ლარი, ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ პარლამენტში განაცხადა.
ვასილ მაღლაფერიძემ პარლამენტში ასევე განაცხადა, რომ პირველი არხი უახლოეს პერიოდში ქვეყანაში ლიდერი ტელევიზია იქნება.
„გეტყვით, რასაც ვაწარმოებთ, ეს არის ფილმი, მუსიკა, რადიო, მაღალი გემოვნება. ბოლოს მინდა რა თხოვნაც გითხარით და ბატონო რომან, დარწმუნებული ვარ, თქვენც გვერდით დაგვიდგებით. იქ არ არის სინამდვილეში დალხენილი ცხოვრება, ადამიანები შრომობენ. დღეს რომ ადამიანი მიდის პირველი არხიდან, იცით, რამდენი აქვს მივლინება? ძალიან მაღალი დონის ოპერატორები, რეჟისორები არიან, 15 ლარია მივლინება, მეტის გამოწერის უფლება არ გვაქვს, დღეს რომ იტყვიან, წყალს ვერ დალევ ამით. სასტუმრო 70 ლარია, მეტის უფლება არ გვაქვს, ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. კიდევ ერთხელ გარწმუნებთ და გეუბნებით, დამთავრდა ის ყოველგვარი ეჭვები პირველ არხთან დაკავშირებით, ეს არხი უკვე გაიმართა წელში, ამას წლევანდელი სეზონით დაინახავთ და უახლოეს პერიოდში ეს იქნება ლიდერი ტელევიზია საქართველოში, რომელიც ღირსეულად შეასრულებს თავის ფუნქციას“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.