ვასილ მაღლაფერიძე - სინამდვილეში, ეს თითქოს ერთმანეთის მოწინააღმდეგე ჯგუფი ერთი მედლის ორი მხარეა
საქართველოს პირველ არხში მუშაობენ თავისუფალი ადამიანები, რომლებიც თავისუფლად მოყვებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.
ვასილ მაღლაფერიძემ კომენტარი გააკეთა ბოლო დღეებში პირველი არხის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე.
„წინა კვირამ ჩაიარა ბრალდებების ფონზე. ორგანიზაციების ერთი ნაწილი პირდაპირ ბრალს გვდებდა, რომ საქართველოს პირველი არხი კრემლისა და მოსკოვის დაკვეთებს ასრულებს. ამ კვირაში ვხედავთ, რომ საუბარია მასონებზე. ძალიან სამწუხაროა, რადგან ეს არის უმწიფრობის ნიშანი და მაგონებს 30-იან წლებში „კომსომოლები“ იარლიყებს რომ აწებებდნენ. სინამდვილეში ეს თითქოს ერთმანეთის მოწინააღმდეგე ჯგუფი ერთი მედლის ორი მხარეა, ერთმანეთთან აქვთ დიდი სულიერი სიახლოვე. ამ ორგანიზაციებისგან განსხვავებით, ჩვენთან მუშაობენ თავისუფალი ადამიანები, რომლებიც თავისუფლად მოყვებიან საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. მინდა, ეს ძალიან კარგად დაიმახსოვროს თითოეულმა ადამიანმა“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.