ვასილ მაღლაფერიძე - პარლამენტარების დასანქცირება, კანონი რატომ მიიღეთო, თავად პარლამენტარიზმის იდეას კლავს და შავი დღეა დემოკრატიისთვის, ეს შემთხვევა მსოფლიო ისტორიაში დარჩება ტრაგი-კურიოზულ მაგალითად!
კანონი არაფერ შუაშია და არ არის საჭირო თავის მოსულელება! პარლამენტარების დასანქცირება, კანონი რატომ მიიღეთო, თავად პარლამენტარიზმის იდეას კლავს და შავი დღეა დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მაღლაფერიძე წერს, „ეს შემთხვევა მსოფლიო ისტორიაში დარჩება ტრაგი-კურიოზულ მაგალითად!“.
„საცოდავი გამოხატვის თავისუფლება ხომ საერთოდ კუთხეში, ცოცხის უკან იმალება, იცის, სანქციას არ აკმარებენ. ვისაც არ ახსოვს და აინტერესებს, ე, ესეთი იყო ბოლშევიზმი – მხოლოდ ის იყო სიმართლე, რასაც თვითონ ამბობდნენ და სანქციებიც მაგარი იცოდნენ! ვისაც ეს გიხარიათ, მიდით ბიბლიოთეკაში და გადახედეთ 30-იანი წლების პრესას!“ – წერს ვასილ მაღლაფერიძე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ გამოაცხადა. მისივე თქმით, პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს.