ვასილ მაღლაფერიძე - „ნაციონალებს“ რესურსი აქვთ, დემოკრატიისა და აზრთა სხვადასხვაობის ამბავში ორად გაიყონ, პარლამენტის შიგნითაც იქნებიან და გარეთაც, რითაც მომდევნო არჩევნებისთვის ოპოზიციურ ველს მთლიანად გაასუფთავებენ

„ნაციონალებს“ რესურსი აქვთ, დემოკრატიისა და აზრთა სხვადასხვაობის ამბავში ორად გაიყონ, პარლამენტის შიგნითაც იქნებიან და გარეთაც, რითაც მომდევნო არჩევნებისთვის ოპოზიციურ ველს მთლიანად გაასუფთავებენ, – ამის შესახებ ფილოლოგი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

„პარლამენტში შესვლაზე უარი კი განაცხადეს, მაგრამ, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ნაციონალურ მოძრაობას ბოლო წუთამდე რჩება ცხენით სვლა. მათ საკმარისი ადამიანური რესურსი აქვთ საიმისოდ, რომ ორად გაიყონ (დემოკრატიის და აზრთა სხვადასხვაობის ამბავში!) – შედარებით ზომიერი ნაწილი, პარლამენტში შევა, იქ ფრაქციას შექნის და ოპოზიციურ ნიშას მთლიანად დაიკავებს, ხოლო რადიკალური ნაწილი კი გარეთ დარჩება დანარჩენ პარტიებთან ერთად. ამ შემთხვევაში ნაციონალები შიგნითაც იქნებიან და გარეთაც, რითაც მომდევნო არჩევნებისთვის ოპოზიციურ ველს მთლიანად გაასუფთავებენ „პატარა პარტიუკებისგან“ და ოპოზიციური ხმების დიდ ნაწილს საკუთარ ყულაბაში მოაგროვებენ.
ეს ისე, ვარიანტად ეგდოს“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე „ფეისბუქში“.