ვასილ მაღლაფერიძე - ჩვენ ძველებურად განვაგრძობთ მუშაობას, რადგან სხვა გზა არ გვაქვს
პარტია „კანონი და სამართლის“ ინიციატივა საქართველოს პირველი არხის თანამშრომლების კომპეტენციას სცილდება, ვინაიდან იგი გულისხმობს საკანონმდებლო ცვლილებებს. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.
„პარტიამ „კანონი და კანონიერება“ დღევანდელი საპარლამენტო პარტიები ან უნდა დაარწმუნოს ამგვარი ცვლილების აუცილებლობაში ან თავად მოვიდეს ხელისუფლებაში და შეცვალოს კანონი. ვიდრე ეს მომხდარა, მანამდე ჩვენ ძველებურად, ანუ ამჟამად არსებული კანონით განვაგრძობთ მუშაობას, რადგან სხვა გზა არ გვაქვს“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.
თაკო ჩარკვიანის პარტიაში დღეს განაცხადეს, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, სამეურვეო საბჭოს ნაცვლად, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა აირჩიონ“.
თაკო ჩარკვიანის პარტიაში დღეს განაცხადეს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ევროატლანტიკური თემების გაშუქებას მწირი დრო ეთმობა. მათივე აზრით, მაუწყებელში პრობლემებია და ამის გამოსწორების გზა ის არის, რომ არხის დირექტორი ოპოზიციამ აირჩიოს.