ვასილ მაღლაფერიძე - აქტიურად გრძელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მასშტაბური ტექნიკური და ტექნოლოგიური გადაიარაღება, პირველმა არხმა და პირველი არხი-ტელესკოლამ სრულყოფილად დაიწყო HD ფორმატში მაუწყებლობა
აქტიურად გრძელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მასშტაბური ტექნიკური და ტექნოლოგიური გადაიარაღება, პირველმა არხმა და პირველი არხი-ტელესკოლამ სრულყოფილად დაიწყო HD ფორმატში მაუწყებლობა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაუწყებლის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, სისტემური მოდერნიზაცია თავისი მასშტაბით აღემატება მედია დარგში საქართველოში განხორციელებულ ყველა პროექტს.
„წლის განმავლობაში აქტიურად გრძელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მასშტაბური ტექნიკური და ტექნოლოგიური გადაიარაღება. პირველმა არხმა და პირველი არხი-ტელესკოლამ სრულყოფილად დაიწყო HD ფორმატში მაუწყებლობა. გეგმის მიხედვით ჩატარდა საქართველოს პირველი და მეორე არხების ძირეული ტექნიკური გადაიარაღება. სისტემური მოდერნიზაცია თავისი მასშტაბით აღემატება მედია დარგში საქართველოში განხორციელებულ ყველა პროექტს“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
ამასთან, ვასილ მაღლაფერიძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ამჟამად ხორციელდება პირველი არხის არქივის გაციფრულების და დაცვის გეგმის პირველი ეტაპი.
„კერძოდ, უნდა დაიწყოს ანალოგურ მაგნიტური ლენტების კასეტების აციფრვა, დამუშავება და შენახვა. ამ ეტაპზე უკვე გამოცხადებული და დასრულებულია ტენდერი კომპიუტერული სამუშაო სადგურების აღჭურვასთან დაკავშირებით, რომლის თანხა 226,900 ლარი შეადგენს. გაციფრულების პროცესი დაწყებულია. დამატებით დაგეგმილია 2022 წელს მედია ფაილების გრძელვადიანი შენახვისათვის სპეციალური ტიპის LTO სანახი ბიბლიოთეკის და მისი სამართავი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა.