ვასილ ჩიგოგიძე - თავი არსად მიდრუზია, „ნაციონალური მიძრაობიდან“ მქონდა შემოთავაზება, მეყარა კენჭი, მაგრამ ნიკა მელიას უარი ვუთხარი
ვასილ ჩიგოგიძე - თავი არსად მიდრუზია, „ნაციონალური მიძრაობიდან“ მქონდა შემოთავაზება, მეყარა კენჭი, მაგრამ ნიკა მელიას უარი ვუთხარი

თავი არსად მიდრუზია, სადაც გადავწყვიტე შესვლა, იქ შევედი, – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ვასილ ჩიგოგიძე ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებას.

მისივე განმარტებით, „ნაციონალური მიძრაობიდან“ მიიღო შეთავაზება არჩევნებზე კენჭისყრასთან დაკავშირებით, თუმცა უარი თქვა.

„ნაციონალური მიძრაობიდან“ შემოთავაზება იყო, რომ გამსვლელ სიაში ჩავწერილიყავი და მეყარა კენჭი, მაგრამ ნიკას ამაზე უარი ვუთხარი. მას ვუთხარი: ჩემო კარგო, „ნაციონალებთან“ ვერ შემოვალ და კარგად ბრძანდებოდეთ-თქო. როგორ უნდა შევსულიყავი, 2012-ში არ დამაყენეს და ახლა დამაყენებდნენ? „ნაციონალებმა“ ორჯერ დამიჭირეს. დიდი განსხვავებაა იმ პარტიებს შორის, სადაც მე ვარ და სადაც ნიკა იმყოფება.

არაფერი დისკომფორტი არ არის ხმა რომ მივეცი მისთვის იმუნიტეტის შეჩერებას, რადგან ორჯერ მაქვს საპროცესო გაფორმებული „ნაციონალების“ დროს, თან არავითარი დანაშაული არ მქონდა. როცა ხელისუფლება გეუბნება, რომ გეკუთვნის გადახდა, უნდა გადაიხადო, თუ აქამდე გადაიხადა, ახლაც გადაიხდიდა, არ იქნებოდა ამხელა შანტაჟი და არეულობა“, – აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ვასილ ჩიგოგიძე „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან აპირებდა კენჭისყრას.

„ეს ადამიანი მზად იყო კიარა, ხელი ჰქონდა ჩამორთმეული, რომ გურიაში კენჭს იყრიდა „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან. ბოლო სამი დღე ტელეფონს არ პასუხობდა და უცებ, გავიხედე და წარადგინეს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. ამ არჩევნებზე შეთანხმებული იყო ყველაფერი, ვაღიარებ, მე ვიყავი მომლაპარაკე მასთან (ვასილ ჩიგოგიძესთან), მას გავუწიე რეკომენდაცია, მათ შორის პარტიაში, ხელი ჩამომართვა და რომ დაიწყო საარჩევნო კამპანია, დრუზა თავი და წავიდა „ქართულ ოცნებაში“, წარმოგიდგენიათ?“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.