„ვაშინტონ პოსტი“ - ბარაკ ობამა და ნენსი პელოსი მიიჩნევენ, რომ ჯო ბაიდენმა არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნენსი პელოსი მიიჩნევენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა არჩევნებში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ წერს.
გამოცემაში აღნიშნულია, რომ ბარაკ ობამამ პირადად გამოხატა შეშფოთება დემოკრატებთან ჯო ბაიდენის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ხოლო ნენსი პელოსიმ პირადად გააფრთხილა ბაიდენი, რომ დემოკრატებმა, შესაძლოა, დაკარგონ შანსი, გააკონტროლონ პალატა, თუ ის არ გამოეთიშება რბოლას.
„ვაშინგტონ პოსტის“ ანონიმური წყაროს ცნობით, ობამამ განუცხადა მოკავშირეებს, რომ ბაიდენის გამარჯვების შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა სერიოზულად უნდა განიხილოს თავისი კანდიდატურის მოხსნის შესაძლებლობა.