ვაშინგტონში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა
ვაშინგტონში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა

ვაშინგტონში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვაშინგტონის მეტროპოლიტენის პოლიცია ავრცელებს.

დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

პოლიციას ჯერჯერობით თავდამსხმელის დაკავებასთან დაკავშირებით ცნობა არ გაუვრცელებია. უცნობია სროლის მოტივიც.