ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შტურმისას დაშავებული პოლიციელი გარდაიცვალა
ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შტურმისას დაშავებული პოლიციელი გარდაიცვალა

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შტურმის დროს დაშავებული პოლიციის ოფიცერი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამერიკული მედია კაპიტოლიუმის პოლიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის დროს გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა.

პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ოფიცერი ბრაიან სიკნიკი 7 იანვარს საღამოს გარდაიცვალა. ის კაპიტოლიუმის პოლიციის დეპარტამენტში 2008 წლიდან მუშაობდა.

6 იანვარს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ.