ვაშინგტონში ჯო ბაიდენისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა გაიმართა
ვაშინგტონში ჯო ბაიდენისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა გაიმართა

ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის შეხვედრა გაიმართა.

ჯო ბაიდენი და ოლაფ შოლცი შეთანხმდნენ, რომ რუსეთი პასუხს აგებს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომელიც ლიდერების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა. მათ ასევე განიხილეს უკრაინისათვის აუცილებელი მხარდაჭერა. მათ შორის სამხედრო, უსაფრთხოების, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში.

„მინდა, მადლობა გადავუხადო შოლცს მისი მტკიცე და ძლიერი ლიდერობისთვის. ამას გულწრფელად ვამბობ. ამან შეცვალა მსოფლიო. ერთად ჩვენ შევასრულეთ პირობა. გერმანიამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამხედრო მხარდაჭერა გაუწია უკრაინას. ასევე, ვიტყოდი, რომ გარდა სამხედრო მხარდაჭერისა, იყო დიდი მორალური მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ბაიდენმა.

„ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვიმოქმედეთ. ჩვენ მოვახდინეთ მჭიდრო თანამშრომლობის ორგანიზება და გავაკეთეთ ყველაფერი უკრაინის მხარდასაჭერად მთელი ამ ხნის განმავლობაში, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას გავაგებინოთ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას, ვიდრე ეს საჭირო იქნება. ჩვენ ვიქნებით უკრაინელების გვერდით, ვიდრე ეს საჭიროა“, – განაცხდა შოლცმა.

ოლაფ შოლცი შტატებში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ ლიდერებს ერთობლივი პრესკონფერენცია არ გაუმართავთ.