ვაშინგტონში ძლიერი ქარისა და წვიმის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
აშშ-ში, ვაშინგტონში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, რამაც ზოგიერთ ადგილას წყალდიდობა გამოიწვია, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ ავრცელებს.
კანადის საზღვრის გასწვრივ არსებულ ვოთქომის ადმინისტრაციულ მხარეში, მაშველებმა 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.
„ადგილობრივების დასახმარებლად სამაშველო ავტომობილები გამოიყენეს, ზოგიერთ ტერიტორიაზე კი, სადაც წყლის დონე მაღალი იყო, სპეციალური ნავები იყო ჩართეს ოპერაციაში. ევაკუაცია საუკეთესო საშუალებაა ადამიანებისთვის, რათა თავი დაიცვან ძლიერი წყალდიდობის შემთხვევაში“, – განაცხადეს ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა.
ვაშინგტონის სახელმწიფო ტრანსპორტის დეპარტამენტის ცნობით, ტენიანობამ ამ მხარეში მეწყერიც გამოიწვია.