ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, რომლის თანახმადაც, გამარჯვება ჯო ბაიდენმა მოიპოვა.
ტრამპის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ არჩევნები გაყალბდა.
საპროტესტო მსვლელობები დაგეგმილია ჯორჯიის, პენსილვანიის, მიჩიგანის, უისკონსინის, ნევადასა და არიზონას შტატებშიც.
„როიტერი“ წერს, რომ ვაშინგტონში შეკრებილი დემონსტრანტები კონგრესისა და უზენაესი სასამართლოს შენობებისკენ მიემართებიან.