ვაშინგტონში აშშ-ისა და ისრაელის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში იცხაკ ჰერცოგს უმასპინძლა. ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობების გარდა, ირანისა და უკრაინის საკითხები განიხილეეს.
როგორც ისრაელის პრეზიდენტი განმარტავს, ისაუბრეს ლიბანთან საზღვაო საზღვრის შეთანხმებაზე, რომელსაც ხვალ უნდა მოეწეროს ხელი. ასევე ირანის ბირთვულ ამბიციებსა და ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბურ საპროტესტო აქციებზე, ისევე როგორც რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდებაზე, რომელსაც უკრაინელი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებენ.