ვაშინგტონში აქციების გამო კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის დედაქალაქის მერმა, მიურელ ბოუზერმა გააკეთა.
მის მიერ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომენდანტის საათი 23:00 საათზე დაიწყება და დილის 06:00-მდე გაგრძელდება. ბოუზერის განცხადებით, პოლიციელებს კომენდანტის საათის დაცვაში ეროვნული გვარდია დაეხმარება.
შეგახსენებთ, ვაშინგტონში რასიზმის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ასობით ადამიანმა მსვლელობა მოაწყო. დემონსტრანტები მინეაპოლისში გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის სახელს სკანდირებდნენ. დემონსტრანტების ნაწილმა ქუჩაში კოცონის ანთება სცადა. პოლიციამ ცრემლმდენი აირი გამოიყენა.
მანამდე, ვაშინგტონში ანალოგიური აქციები რამდენჯერმე გადაიზარდა არეულობაში. დემონსტრაციები მეექვსე დღეა, არ წყდება.