პროფესორი ჯეიმს ლონგი - მძინარა ბაიდენი გიჟი ტრამპის წინააღმდეგ, ეს მეტაფორა გამოხატავს საზოგადოების შეშფოთებას იმ რბოლაზე, რომელშიც მონაწილეობს რეალობას მოწყვეტილი ორი ასაკოვანი მამაკაცი
მძინარა ჯო ბაიდენი გიჟი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, – ასე აფასებს „როიტერთან“ ინტევრიუში ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი ჯეიმს ლონგი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების დებატებს.
„ვფიქრობ, ეს მეტაფორა გამოხატავს საზოგადოების ფართო შეშფოთებას იმ რბოლაზე, რომელშიც მონაწილეობს ორი რეალობას მოწყვეტილი ასაკოვანი თეთრკანიანი მამაკაცი. თითოეული მათგანი აშკარად ფიქრობს, რომ საუკეთესოდ შეესაბამება თანამდებობას. ორივეს უმუშავია პრეზიდენტად. ვფიქრობ, დებატებთან დაკავშირებით რაც ხალხს დაამახსოვრდება, იქნება კითხვა: ეს არის რეალურად საუკეთესო, რისი გაკეთებაც დემოკრატებს შეუძლიათ? ეს არის საუკეთესო, რისი გაკეთებაც რესპუბლიკელებს შეუძლიათ?“ – განაცხადა პროფესორმა ჯეიმს ლონგმა.
ჯეიმს ლონგი მიიჩნევს, რომ პირველ საპრეზიდენტო დებატებს საარჩევნო კამპანიაზე რაიმე ფუნდამენტური ცვლილებები არ გამოუწვია.
„არ ვარ დარწმუნებული, რომ დებატები რამენაირად აისახება არჩევნებზე. ჯერ ძალიან შორს ვართ, კიდევ მოხდება ბევრი რამ, შესაძლოა, სხვა დებატები გაიმართოს. ვფიქრობ, ბაიდენს სურდა, საპრეზიდენტო რბოლა ამ დებატებით შეეჯანჯღარებინა, თუმცა არ მგონია, რომ ეს შეძლო. რაც შეეხება ტრამპს, ვფიქრობ, ამ დებატებიდან ის, სულ მცირე, ისეთივე ძლიერი გავიდა, როგორიც იყო, ან ცოტა უფრო ძლიერი. არ ვფიქრობ, რომ დებატებმა რამე ფუნდამენტურად შეცვალა“, – განაცხადა პროფესორმა ჯეიმს ლონგმა.