„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, არხანგელსკში აფეთქების შემდეგ, ახლომდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდება
„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, არხანგელსკში აფეთქების შემდეგ, ახლომდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდება

არხანგელსკში აფეთქების შემდეგ, ახლომდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია გადაწყდა. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.

​როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, აფეთქების შემდეგ რადიაციის დონე დაშვებულს 4-16-ჯერ აჭარბებდა. ამის შესახებ ცნობა რუსეთის ჰიდრომეტეოროლოგიურმა სამსახურმა გაავრცელა. კერძოდ კი 8 აგვისტოს, 12:00 საათზე სევეროდვინსკის ექვს დასახლებულ პუნქტში გამოსხივების დონე 4-16-ჯერ აღემატებოდა დაშვებულ ზღვარს.

ევაკუაცია აფეთქების ადგილთან უახლოეს დასახლებას, ნიონოსკას შეეხება, სადაც დაახლოებით 450 ადამიანი ცხოვრობს. „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, ადგილობრივები იუწყებიან, რომ მათი ევაკუაცია 14 აგვისტოს განხორციელდება და ორი საათი გასტანს. მათთვის სპეციალური მატარებელიც გამოყვეს, რომელიც ადგილობრივებს ნიონოკადან შედარებით შორს წაიყვანს.

ევაკუაციასთან დაკავშირებით კომენტარი უკვე გააკეთა ხელისუფლებამაც. რეგიონის გუბერნატორის განმარტებით, ევაკუაცია არ უკავშირდება რამდენიმე დღის წინ მომხდარ აფეთქებას, არამედ ის გეგმურია და ყოველი ცდის ჩატარების დროს ხორციელდება.

სევეროდვინსკში მდებარე სამხედრო პოლიგონზე აფეთქება 8 აგვსიტოს მოხდა. შედეგად კორპორაცია „როსატომის“ ხუთი თანამშრომელი დაიღუპა.