„ვაშინგტონ პოსტი“ - ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის ლიდერებს მოუწოდებს, გამოიჩინონ ღიაობა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის
„ვაშინგტონ პოსტი“ - ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის ლიდერებს მოუწოდებს, გამოიჩინონ ღიაობა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის ლიდერებს მოუწოდებს, გამოიჩინონ ღიაობა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის და გადახედონ საჯარო უარს სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე.

ამის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ამერიკელი ოფიციალური პირების თხოვნა არ არის გამიზნული უკრაინის მოლაპარაკების მაგიდასთან მისაყვანად, არამედ იმის უზრუნველყოფისთვის, რომ კიევმა შეინარჩუნოს მხარდაჭერა სხვა ქვეყნებისგან, რომლებიც ეჯახებიან ამომრჩევლების წინააღმდეგობას უკრაინის ომის გაგრძელებასთან დაკავშირებით.