„ვაშინგტონ პოსტი“ - 12.4 ტრილიონი დოლარის ღირებულების უკრაინის ენერგეტიკული საბადოები, ლითონები და მინერალები რუსეთის კონტროლის ქვეშაა
12.4 ტრილიონი დოლარის ღირებულების უკრაინის ენერგეტიკული საბადოები, ლითონები და მინერალები ახლა რუსეთის კონტროლის ქვეშაა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ სამხედრო აგრესიის შემდეგ, ნახშირის საბადოების 63 პროცენტის გარდა, რუსეთმა კონტროლი დაამყარა უკრაინის, ნავთობის საბადოების 11 პროცენტზე, ბუნებრივი აირის საბადოების 20 პროცენტზე, ქვეყნის ლითონების 42 პროცენტზე და იშვიათი და სხვა მნიშვნელოვანი მინერალების საბადოების 33 პროცენტზე ლითიუმის ჩათვლით.
ზოგიერთი საბადო ძნელად მისადგომია ან საჭიროებს კვლევას მათი სიცოცხლისუნარიანობის შესაფასებლად. ზოგიერთ მათგანი დაპყრობილ იქნა 2014 წელს მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის ან უკრაინის მთავრობის რვაწლიანი ომის დროს რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან აღმოსავლეთში.
გამოცემის თანახმად, რუსეთს დაკავებული აქვს ქვანახშირის 41 საბადო, ბუნებრივი გაზის 27 უბანი, პროპანის 14 უბანი, ნავთობის ცხრა საბადო, რკინის ექვსი საბადო, ტიტანის ორი საბადო, ორი ცირკონიუმის საბადო, ერთი სტრონციუმის უბანი, ერთი ლითიუმის უბანი, ერთი ურანის ობიექტი, ერთი ოქროს საბადო და კირქვის მნიშვნელოვანი კარიერი, რომელიც ადრე გამოიყენებოდა უკრაინული ფოლადის წარმოებაში.
უკრაინის გეოლოგიური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, რომან ოპიმახმა განაცხადა, რომ მთავრობა ჯერ კიდევ აფასებს ომის გავლენას მის მინერალურ რესურსებზე. მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ რამდენია უკრაინის ნედლეული აღმოსავლეთში და სამხრეთში, მისი ვარაუდით, დაკარგული რეზერვების ღირებულება აღემატება დამოუკიდებელ ანალიზში გამოთვლილ მთლიან რაოდენობას.