„ვაშინგტონ ექსამინერი“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ავღანელი ხალხისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება, შესაძლოა, „თალიბანის“ ხელში აღმოჩნდა
გავლენიანი ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ ექსამინერი“ წერს, რომ ავღანეთის რეკონსტრუქციის აუდიტზე მომუშავე სპეციალურმა გენერალურმა ინსპექციამ დაადგინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ორმა ბიურომ ავღანეთში ჰუმანიტარულ პროექტებზე მომუშავე პარტნიორი ორგანიზაციების ვეტინგის პროცედურა ვერ დააკმაყოფილა. შედეგად, არსებობს ეჭვი, რომ ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა 293 მილიონი დოლარი „თალიბანს“ ჩაუვარდა ხელში
როგორც ანგარიშში წერია, „თალიბანს“ სურდა, მიეღო ეს თანხები, რომლებიც ავღანელი ხალხის დასახმარებლად იყო გამოყოფილი და ამ მიზნით დაჯგუფებამ არასამთავრობო ორგანიზაციები შექმნა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, როგორც წესი, ახორციელებს საფრთხეების შეფასებას და პარტნიორების ვეტინგს, რათა აშშ-ის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხა ტერორისტულ დაჯგუფებებთან არ მოხვდეს.
როგორც ავღანეთის რეკონსტრუქიის აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიურომ, ასევე, „საერთაშორისო ნარკოტიკებისა და სამართალდამცველების საქმეთა ბიურომაც“ პარტნიორების ვეტინგის თაობაზე არასრულყოფილი დოკუმენტაცია წარადგინეს, რაც აჩენს საფრთხეს, რომ აშშ-ის დახმარება არასათანადო მიზნით დაიხარჯა.
ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა კითხვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს, მეთიუ მილერს დაუსვეს.
მილერის თქმით, „აშშ კატეგორიულად არ აფინანსებს „თალიბანს““.