ვარშავის ცენტრში ათასობით ფერმერი შეიკრიბა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა ქუჩაში ნაგვის ურნას ცეცხლი წაუკიდა, რომელიც პოლიციამ ჩააქრო.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან აგრარული პროდუქციის იმპორტი შეიზუდოს, გაუქმდეს ე.წ. მწვანე შეთანხმებით დაწესებული გარემოსდაცვითი რეგულაციები და ფერმერებისთვის სახელმწიფომ მეტი სუბსიდია გამოყოს.
დემონსტრაციის გამო პოლონეთის დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომობილების მოძრაობა შეფერეხებულია.
ცნობისთვის, პოლონეთის გარდა, ფერემერების აქციები ბოლო კვირების განმავლობაში ევროპის არაერთ ქვეყანაში გაიმართა.