ვარშავაში ისრაელის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, – ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ისრაელის მხარდამჭერი აქცია გაიმართა ლოზუნგით: „მსვლელობა მძევლების გათავისუფლებისთვის“.
დემონსტრაციაში მონაწილეობა მიიღეს ლუბლინში, ლოძსა და რადომში მცხოვრებლებმა, მათ შორის, უკრაინელებმა.
აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მათ ესმით ისრაელელების, ყველანაირად მხარს უჭერენ მათ და ითხოვენ ყველა მძევლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
ერთი დღით ადრე პოლონეთის დედაქალაქში, ისრაელის საელჩოსთან პალესტინელების მხარდამჭერი დემონსტრაცია გაიმართა, რომლის ჩატარებაც მერიამ აკრძალა.