ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ღამეს „ენკას“ ბაზასთან გაათევენ
„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ამ დროისთვის კვლავ სოფელ გუმათში, „ენკას“ სამშენებლო ბაზასთან არიან შეკრებილი.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, აქციის მონაწილეები ღამეს „ენკას“ ბაზასთან გაათევენ. გოლეთიანის თქმით, ისინი ავტომობილებით გზას გადაკეტავენ, მაგრამ მოსახლეობას გადაადგილებაში ხელს არ შეუშლიან. ვარლამ გოლეთიანის განმარტებით, „ენკას“ სამშენებლო ტექნიკას და კომპანიის ავტომობილებს არ გაატარებენ.
აქციის მონაწილეები სოფელ ნამახვანში შესვლის უფლებას ითხოვენ, რათა იქ გააგრძელონ მშვიდობიანი პროტესტი.
გუმათის დასახლებაში რჩებინ სამართალდამცველებიც.