ვარლამ ებანოიძე - როგორც ფინტექ მეგობრული რეგულატორი, სებ-ი ხელს უწყობს ღრუბლოვან ტექნოლოგიებს, რისი მნიშვნელოვანი მაგალითიც ღია ბანკინგის პროექტია
ვარლამ ებანოიძე - როგორც ფინტექ მეგობრული რეგულატორი, სებ-ი ხელს უწყობს ღრუბლოვან ტექნოლოგიებს, რისი მნიშვნელოვანი მაგალითიც ღია ბანკინგის პროექტია

ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვარლამ ებანოიძემ მონაწილეობა მიიღო ახლად შექმნილი კომპანიის Data Center Solutions-ის პრეზენტაციაში. DCS-ის სერვისები ხელს შეუწყობს ადგილობრივ კომპანიებს ციფრული ეკონომიკის წარმატებით ათვისებასა და განვითარებაში.

როგორც ვარლამ ებანოიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ღრუბლოვან ტექნოლოგიებს ეროვნული ბანკის ფინტექ სტრატეგიაში გარდამტეხი როლი აქვს. ინდუსტრიის ახალი მოთამაშეებისთვის შემსუბუქებულია ბარიერები და შეცვლილია სტატუს კვო. მისივე თქმით, ეროვნული ბანკი, როგორც ფინტექ მეგობრული რეგულატორი კიდევ უფრო ხელს უწყობს ამ ტრენდს, ღია ბანკინგის პროექტი კი ამის მნიშვნელოვანი მაგალითია.

„ღრუბლოვან ტექნოლოგიებს გამრღვევი ინოვაციის როლი აქვს ჩვენს ფინტექ სტრატეგიაში. კერძოდ, ინდუსტრიაში ახალი შემომსვლელებისთვის ბარიერების შემსუბუქებაში. სულ რაღაც 10 წლის წინ საბანკო ბიზნესის დასაწყებად საჭირო იყო შენობა, ფიზიკური სერვერები და. ა.შ. ამაზონის ვებ-სერვისებმა და სხვა ღრუბლოვანი ტექნოლოგიების პროვაიდერებმა შეცვალეს არსებული სტატუს-კვო. ახლა ბანკის დასაფუძნებლად, ციფრულ ფორმატში მხოლოდ ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის სერვისის ქირავნობაა საკმარისი. ჩვენ როგორც ფინტექ მეგობრული რეგულატორი, კიდევ უფრო ხელს ვუწყობთ ამ ტრენდს. ღია ბანკინგის პროექტი ამის მნიშვნელოვანი მაგალითია“, – განაცხადა ვარლამ ებანოიძემ.

ებრაულ-ქართული ინვესტიციით და ციფრულ სეგმენტში მოწინავე ამერიკულ კომპანიასთან Virtuozzo პარტნიორობით შექმნილი კომპანიის მთავარი მიზანი მსოფლიო დონის მონაცემთა ცენტრის შექმნაა, რაც მომავალში, ქვეყანას მსოფლიო ბაზარზე წამყვან IT ჰაბად აქცევს.

DCS-ის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში არსებული ბიზნესები სხვადასხვა სექტორებიდან: ბანკები, მეწარმეები, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.