ვარკეთილში, შვედეთ-საქართველოს მეგობრობის მწვანე კუთხე გაიხსნა.
სკვერში შვედეთის მიერ დაფინანსებული პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” ფარგლებში 150 ხის ნერგი დაირგვება.
ხეები კონკრეტულად ამ კლიმატური ზონის გათვალისწინებით შეირჩა.
სკვერში პირველი ახალი ნერგები თბილისის მერმა კახა კალაძემ და საქართველოსა და სომხეთში შვედეთის ელჩმა ულრიკ თიდესტრომმა დარგეს.
მათ ორ ქვეყანას შორის მეგობრული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მოსახლეობასაც შეხვდნენ.
პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” ფარგლებში დაგეგმილია ბიო-აღდგენის საქმიანობის ხელშეწყობა. მათ შორის 16 ჰექტარ დასუფთავებულ ტერიტორიაზე ხისა და ბუჩქების ადგილობრივი სახეობის [16 000] ნერგების დარგვა ქვეყნის სემიარიდულ რეგიონებში, რაც ამ რეგიონების გაუდაბნოების პროცესის შემცირებას ხელს შეუწყობს.