ვარკეთილში, გიორგი ბერიაშვილის ქუჩაზე მიწისქვეშა სანიაღვრე კოლექტორის სამშენებლო სამუშაოების გამო ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება
ვარკეთილში, გიორგი ბერიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი მიწისქვეშა სანიაღვრე კოლექტორის სამშენებლო სამუშაოების გამო პირველი დეკემბრიდან სამი დღის განმავლობაში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შეიზღუდება გიორგი აბაშვილის ქუჩისა და ბერიაშვილის ქუჩის კვეთიდან ბერიაშვილის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე, გიორგი ბერიაშვილის N4-მდე.
შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ გიორგი აბაშვილის ქუჩისა და მიხეილ გახოკიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზისა და მიხეილ გახოკიძის ქუჩების გამოყენებით.