ვარკეთილში, „ანას ბაღთან“ ადგილობრივი მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს
ვარკეთილში, „ანას ბაღთან“ ადგილობრივი მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

ვარკეთილში, „ანას ბაღთან“ ადგილობრივი მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.

მათი თქმით, 16:00 საათზე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართება.

ისინი დედაქალაქის მერიას მოუწოდებენ, რომ სამშენებლო კომპანიას ამ ტერიტორიაზე კორპუსის აშენების უფლება არ მისცეს.

აქციის მონაწილეებს ადგილზე კარვები აქვთ გაშლილი და აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

მათივე თქმით, საპროტესტო აქციები პერმანენტულ რეჟიმში გაიმართება.